დაფნის ფოთოლი - ისტორია
ლეგენდის თანახმათ, თანამედროვე დაფნის ფოთლის წარმოშობა შავი ზღვისპირეთს უკავშირდება. თავდაპირველად დაფნა მხოლოდ საქართველოში ხარობდა, ხოლო იასონმა და არგონავტებმა ის ოქროს საწმისთან ერთად ჩუმად გაიტანეს საბერძნეთში. ეს არომატული და სპეციფიკური გემოს მქონე ფოთლები სწრაფად გახდა პოპულარული მრავალი სახეობის კერძებში და სხვა ინდუსტრიებშიც. დაფნის ფოთოლი (Laurus nobilis) გამოიყენება როგორც დამატებითი ელემენტი მრეწველობის მრავალ დარგში, სხვადასხვა სახის პროდუქტის წარმოებაში იქნება ეს საკვები, კოსმეტიკა, სამედიცინო სფერო თუ უბრალოდ დეკორაცია. დაფნა წარმოადგენს მარადმწვანე მცენარეს, რომლის ფოთლებიც გამოიყენება როგორც მთლიანი, ასევე დაფრქვული სახით და ასევე შესაძლებელია მისგან სპეციალური ზეთის მიღებაც.