დაფნის ფოთოლი · საქართველო
შპს ფერმერის სახლი
ქართული დაფნის ფოთოლი - მაღალი ხარისხითა და სტანდარტების დაცვით წარმოებული პროდუქცია
2008 წელს დაფუძნებული კომპანია შპს „ფერმერის სახლი“ სპეციალიზებულია ქართული დაფნის ფოთლის გადამუშავებასა და საერთაშორისო ბაზრებისთვის მომზადებაში. თითოეულ ეტაპზე მაღალი პროფესიონალიზმითა და თანამედროვე დანადგარებით დამზადებულ დაფნის ფოთოლს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორებს ვაწვდით.

შესყიდვა
საქართველოში შესყიდული დაფნის ფოთოლი.
გადამუშავება
ფოთლის შრობა, სორტირება და მომზადება.
ექსპორტი
თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ეს „ფერმერის სახლია“
ქართული პროდუქტი
საერთაშორისო ბაზარზე
„ფერმერის სახლი“ მდებარეობს ხობში, საქართველოში. ჩვენი საქმიანობა აერთიანებს დაფნის ფოთლის შესყიდვას, გადამუშავებასა და ექსპორტს. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაწარმოებთ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების პროდუქციას.
ჩვენი პროდუქტი
ბუნებრივი არომატი.
საგულდაგულო დამუშავება.
ჩვენ ვაწარმოებთ და ვაწვდით მთლიან, გამშრალ ქართულ დაფნის ფოთოლს. გადამუშავება მოიცავს ბუნებრივ და ხელოვნურ შრობას, შემდეგ კი ფოთლების სორტირებას ზომის, ფერისა და მდგომარეობის მიხედვით, პარტნიორების მოთხოვნების შესაბამისად. თითოეულ ეტაპს ყურადღებით ვეკიდებით — შესყიდვიდან ექსპორტისთვის მომზადებამდე.

კომპანია ახლოდან
გაიცანით ჩვენი საქმიანობა.
დაგვიკავშირდით
კარგი პარტნიორობა
საუბრით იწყება.
კომპანიის, პროდუქტის მახასიათებლებისა და ექსპორტის შესახებ ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს გუნდს.
